“პუტინი ბრიუსელში შეთანხმებით უნდა დარჩეს უკმაყოფილო” – ზელენსკი

​ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირის ლიდერები სიმტკიცეს ვერ გამოავლენენ, ევროკავშირის სამიტის შედეგები ვლადიმერ პუტინის გამარჯვება იქნება.

ამის შესახებ მან ევროსაბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩართვის დროს თქვა, სადაც შარლ მიშელის მიწვევით იმყოფებოდა.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან რუსეთს არ მოუპოვებია მნიშვნელოვანი გამარჯვება არც ბრძოლის ველზე და არც საერთაშორისო ასპარეზზე და მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მოერიდონ ამ ტენდენციის შეცვლას ბრიუსელის სამიტზე გადაწყვეტილების მიღების უუნარობის გამო.

”დღეს არის ის დღე, როდესაც სიმტკიცე იქნება ან ბრიუსელში, ან მოსკოვში. ევროპაში ხალხი ვერ გაიგებს, თუ ბრიუსელში შეხვედრა “ჯილდოდ” აისახება პუტინის კმაყოფილ ღიმილზე”, – თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამიტის დაწყებამდე არაერთი მოლაპარაკება გამართა ევროკავშირის ლიდერებთან და „არ მოისმინა არცერთი კონტრარგუმენტი, თუ რატომ არ ვახორციელებთ მთელი ევროპის მიერ შეთანხმებულ გეგმას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები