„ვანო ტირის თურმე და იხვეწება, გამომიშვით და მთელს ჩემს მოპარულ ფულებს დავხარჯავო“

  ერთ დროს ძლევამოსილი ვანო, პირდაპირი მნიშვნელობით, ტირის თურმე და იხვეწება, ოღონდ აქედან გამომიშვით და მთელს ჩემს მოპარულ ფულებს დავხარჯავო, – ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ბრეგაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს „მოპარულ ფულებს“ კობა ხაბაზი და მისი „ამფსონები ახევენ“.
„რაა ისე ცხოვრება? ერთ დროს ძლევამოსილი ვანო პირდაპირი მნიშვნელობით ტირის თურმე და იხვეწება, ოღონდ აქედან გამომიშვით და მთელს ჩემს მოპარულ ფულებს დავხარჯავო. როგორც ხდება ხოლმე, აფერისტებიც დაესივნენ მის ოჯახს და ატყუებენ, რევოლუციას მოვაწყობთ და ციხიდან გამოგიყვანთო. ხაბაზი და მისი ამფსონები აქტიურობენ თურმე ყველაზე მეტად,”ახევენ” და “ახევენ” ვანუას მოპარულ ფულებს და ამ ფულებით არიან განცხრომაში. მეტი არაა ჩემი მტერი, მაგათ რევოლუცია მოახდინონ, რევოლუცია კი არა, მალე ერთმანეთს გაასწრებენ საზღვარზე. თუმცა ვანუაზე “ახეული” ფულები შერჩებათ!“- წერს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები