ინალ არძინბა სირიაში ჩავიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სირიაში ჩავიდა, სადაც დაგეგმილია „საერთაშორისო და ორმხრივი – აფხაზურ-სირიული – დღის წესრიგის საკითხების“ განხილვა.
მისი პრესსამსახურის ცნობით, არძინბა, სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად, დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ეწვია და „სირიელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო“.
ინალ არძინბამ სირიის სამხედრო მუზეუმიც დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.