ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენი თემურ კირბაიას გარდაცვალების ინფორმაციის გადამოწმებას ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ადამიანის უფლებათა კომისარმა, ანა ქიშმარიამ “გენერალურ პროკურორს, შსს-ს ხელმძღვანელს, პროკურორს და გალის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსს” თხოვნით მიმართა, გადაამოწმონ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული არსებული ინფორმაცია.
გალის რაიონის ე.წ. პოლიციის თანამშრომლების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, კარბაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა.
თუმცა, ე.წ. შსს-ში 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე ნაცემი არ ყოფილა და პირიქით, დაკავების იზოლატორში თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ის სამკურნალოდ სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკავება 6 დეკემბერს მოხდა და უკვე 7-ში “სოხუმის საავადმყოფოდან ის გაათავისუფლეს. თუმცა, 8 დეკემბერს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის ჯერ გალის საავადმყოფოში, შემდგომ კი სოხუმში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დაფიქსირდა”.