საქართველოს პრეზიდენტსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შორის სამუშაო სადილი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველ პირსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის სამუშაო სადილი გაიმართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. სამუშაო სადილს საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორის არიან: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები