“ოზურგეთის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა” – ავთანდილ თალაკვაძე

“ოზურგეთის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ქალთა მიმართ ძალადობის რისკები, რომელიც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება დღემდე.

“მოხარული ვარ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მათ შორის საჯარო ლექციები და საინფორმაციო შეხვედრები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას და გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ქალთა მიმართ ძალადობის რისკები, რომელიც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება დღემდე,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, რომლის კომენტარს ოზურგეთის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები