ოზურგეთის მერიამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა განახორციელა

“ოზურგეთის მერიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა განახორციელა”, – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

“ძვირფასო ოზურგეთელებო, როგორც იცით, ოზურგეთის მერიამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, განახორციელა ოზურგეთში მცხოვრები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა. კონკურსის ფარგლებში საბოლოოდ შეირჩა და დაფინანსდა 13 პროექტი. ჯამურად, გაიცა გრანტები 100 000 ლარის ოდენობით. (აგრარული, ტურისტული და აგროტურისტული მიმართულებებით). მინდა წარმატებები ვუსურვო ბენეფიციარებს და მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობას,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, რომლის კომენტარს ოზურგეთის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები