ოზურგეთის დაფინანსება კიდევ იზრდება – რას მოხმარდება საბიუჯეტო სახსრები მომავალ წელს

“მინდა, ძირითადი ინფორმაცია მოგაწოდოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზეც, რომელიც საკრებულოს კიდევ ერთხელ განსახილველად 10 დეკემბრამდე წარედგინება. ყურადღებით განვიხილეთ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოსაზრებები, რაც ბიუჯეტის პირველად პროექტს უკავშირდებოდა და მადლობას ვუხდი ოზურგეთის საკრებულოს შედეგიანი თანამშრომლობისთვის. 2024 წლის ბიუჯეტის საწყისი მოცულობა 37 725 000 ლარით განისაზღვრა და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3 245 000 ლარით მეტია,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მერმა მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები იქნება: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურის განახლება სოფლებსა და ქალაქში; განათლება; ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; კულტურის მიმართულება; ახალგაზრდობა და სპორტი; მუნიციპალური სერვისების ეფექტურად მიწოდება და გარემოს დაცვა; ყველა ამ მიმართულებით გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა.

მისივე თქმით, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ხელფასების მატება საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის, კულტურის მუშაკებისთვის, სპორტში დასაქმებულებისთვის, ოზურგეთის მომსახურების ცენტრის თანამშრომლებისთვის, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისთვის, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის და მუნიციპალიტეტის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, საჯარო მოსამსახურეებისთვის.

“როგორც ეს წელს გავაკეთეთ, 2024 წელსაც ვგეგმავთ დამატებით დაფინანსების მოზიდვას ცენტრალური ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან, რაც მთლიანად ოზურგეთის განახლებას და განვითარებას მოხმარდება,“- აღნიშნავს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები