ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომაზე საზოგადოებას გააცნო ის სიახლეები, რომლებიც მიმდინარე და ახალ პროექტებს უკავშირდება

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ მერიის სხდომაზე საზოგადოებას გააცნო ის სიახლეები, რომლებიც მიმდინარე და ახალ პროექტებს უკავშირდება. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

“სრულდება ქ. ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში გენო ჩხაიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 1.250.000 ლარი შეადგინა; ასევე, დასრულების ეტაპზეა მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე. წ. ბაღის უბანში გზის მშენებლობა რისთვისაც ჯამში 1.437.000 ლარი დაიხარჯა; წლის ბოლოს დასრულდება პროექტი, რომელსაც ცხემლისხიდის მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა: მთავრდება უჩხუბი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 2.599.000 ლარით დავაფინანსეთ; კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ფინალურ ეტაპზეა და მალე დასრულდება, გახლავთ მთისპირი-ბასილეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა – ეს პროექტი ჯამში 784.000 ლარით დავაფინანსეთ,“- განაცხადა მერმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს დასრულდება შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკე-ზედუბნის საგზაო მონაკვეთიც, ვაკის უბანში კეთდება გზის სრული რეაბილიტაცია, ხოლო 8 სექტემბრის სტიქიური მოვლენების გამო, ზედუბნის ტერიტორიაზე გზის მშენებლობა მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ამ პროექტის სრული საგზაო მონაკვეთი 3 კმ-ზე მეტია და მისი დაფინანსება ჯამში 3.000.000 ლარს შეადგენს.

“დაგპირდით და უკვე დასრულებულია დაბა ლაითურში 3 კმ-ზე მეტი შიდა საუბნო გზის მშენებლობაც (მე-3, მე-9 და პირველი რაიონების დამაკავშირებელი გზა) – ჯამურმა დანახარჯებმა ამ გზის მშენებლობისთვის 2.379.000 ლარი შეადგინა; ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება ბახვი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ძირითადი ნაწილის დასრულებაც, რომელიც 3 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს და 2.500.000 მილიონი ლარით დაფინანსდება. სიახლე გვაქვს სოფლების ჯუმათის და მამათის დამაკავშირებელ გზაზე, მდ. შუაღელეზე არსებულ ხიდთან დაკავშირებითაც – მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო დაფინანსება 207 868 ლარი, უკვე მობილიზებული გვაქვს და სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს შესაძლებელ ვადებში დავიწყებთ,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა წყალმომარაგების სამუშაოებზეც, სადაც არაერთი მიმართულებით ეფექტურად იმუშავა მუნიციპალურმა კომპანია „სატისმა“ და სოფლებსა თუ ქალაქში, არაერთ ლოკაციაზე განაახლა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები