ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყობა კომუნიკაციები, გამწვანება, თანამედროვე განათება და ტროტუარები. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 598 997 ლარს შეადგენს 2024 წლის მაისის თვეში დასრულდება.

გზის რეაბილიტაციის პროცესს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

„ვასრულებთ დაპირებას და ქალაქის ერთ-ერთი მაგისტრალის – კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. გზის ახალ საფართან ერთად, რომლის სიგრძეც 1.5 კილომეტრია – კომუნიკაციები, გამწვანება, თანამედროვე განათება და ტროტუარები მოეწყობა. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები