„სიტყვის მნიშვნელობა და მისი ახალი სემანტიკური სამკუთხედი ლინგვოფილოსოფიურ და ფიზიოლოგიურ ჭრილში“ – ინესა მერაბიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორის, აკადემიკოს ინესა მერაბიშვილის საჯარო ლექცია – „სიტყვის მნიშვნელობა და მისი ახალი სემანტიკური სამკუთხედი ლინგვოფილოსოფიურ და ფიზიოლოგიურ ჭრილში“ გაიმართა.
ლექცია მიეძღვნა ინესა მერაბიშვილის მიერ განვითარებულ იმ კონცეფციას, რომელზე დაყრდნობითაც მან გახსნა და თარგმნა ინგლისურ ენაზე გალაკტიონის პოეზია.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები