ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება
7 დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოდგენილი იქნება კოლაბორაცია – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ევგენი მიქელაძის სახ. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს შორის. კონცერტი ეძღვნება ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წლისთავს
კონსერვატორიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგება თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობოთ,
პ რ ო გ რ ა მ ა:
გია ყანჩელი, „ვალს-ბოსტონი“ ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის;
ნიკოლოზ რაჭველი, „გზა შინისაკენ“ სიმფონიური ორკესტრისთვის;
სულხან ნასიძე, სიმფონია N 7 „დალაი“.
ტუტორები:
თამარ ებრალიძე – მოწვეული მასწავლებელი;
დიმიტრი ბოქოლიშვილი – ასისტ. პროფესორი;
ლია ნაცვლიშვილი – ორკესტრის მენეჯერი.