ირმა გრეზე („ქერათმიანი ეშმაკი“ ანუ „სიკვდილის ანგელოზი“) – ყველაზე სასტიკი ნაცისტები

ირმა გრეზე რევენსბრიუკის, აუშვიც-ბირკენაუსა და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკების ზედამხედველი იყო.  ის ცნობილია, როგორც მესამე რაიხის უსასტიკესი ქალი. ჰქონდა მეტსახელები:„ქერათმიანი ეშმაკი“ და „სიკვდილის ანგელოზი“. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთის პრესაში მუდამ განიხილებოდა შესაძლო სექსუალური დევიაციები გრეზეს მხრიდან, მისი მრავალრიცხოვანი კავშირი ესესელებთან.

დაიბადა 1923 წლის 7 ოქტომბერს ფელდბერგერ-ზეენლანდშაფტში. მამამისი ალფრედ გრეზე იყო ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის წევრი 1937 წლიდან. 1936 წელს მისმა დედამ, ბერტა გრეზემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რამდენიმე წლის შემდეგ გრეზემ სკოლა მიატოვა. საკმარისი განათლება არ მიუღია. გარკვეული ხნით მუშაობდა მედდის ასისტენტად. 1942 წელს გახდა სს-ის წევრი, სამუშაოდ გაუშვეს რევენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში, ხოლო 1943 წლის მარტში გადაინაცვლა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, კერძოდ მის ერთ-ერთ ქვედანაყოფში — ბირკენაუში, სადაც სულ მალე უფროს ზედამხედველად დანიშნეს. გამოირჩეოდა სისასტიკით. მუდამ მძიმე ჩექმებით დადიოდა. პისტოლეტთან ერთად, თან დაჰქონდა დაწნული შოლტი. პატიმრებზე ცდებს ატარებდა, რისთვისაც იყენებდა ემოციურ და ფიზიკურ მეთოდებს. გარდა ამისა, მათზე ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას. განსაკუთრებით „იტაცებდა“ მკერდის მოკვეთა.

1945 წლის 17 აპრილს გრეზე ინგლისელებმა დააკავეს ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ბერგენ-ბელზენის პროცესის დროს, რომელიც 1945 წლის 17 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე გაგრძელდა, გრეზე დამნაშავედ ცნეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. სიკვდილის წინ იცინოდა, მღეროდა ნაცისტურ სიმღერებს. 1945 წლის 13 დეკემბერს ჩამოახრჩვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები