7 დეკემბერი
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები. ლარის კურსი. ინფლაციის მაჩვენებელი.”
მის: კოსტავას ქ.47/57. საკონტაქტო: 593 53 45 24
7 დეკემბერს სემეკთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახური აღნიშნავს 20 წლის იუბილეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აგრეთვე, იუბილეს დაესწრებიან უფლებადამცველი ორგანიზაციები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება გაიმართება საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. №7, დასაწყისი 11:00 საათზე.
საკონტაქტო პირი, ნინო ბუაჩიძე-ჭავჭავაძე 598 008 988