“ჩვენ აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის მონახაზს, პროექტს ვამზადებთ,” – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

“ჩვენ აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის მონახაზს, პროექტს ვამზადებთ,” – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი მომავალი წლის შემოდგომისთვის იქნება მზად.

“ჯერჯერობით, არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთის დაბრუნებას აპირებს. შესაბამისად, არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან საბოლოოდ პოლიტიკურ ურთიერთობას დავალაგებთ. ჩვენ გეზი ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ გვაქვს აღებული. ძალიან დიდი წარმატება იყო, რაც მოხდა და მოუთმენლად ველით 15 დეკემბერს და შემდგომ ნაბიჯებს. ვფიქრობ, აქ არის გასაღები როგორც კონფლიქტის მოგვარების, ისე მომავალში რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა. ჩვენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ლეგიტიმური ხელისუფლება ამისთვის ვემზადებით თუნდაც იმით, რომ დაწყებულია ძალიან სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ, როცა ამის დრო დადგება (ვვარაუდობთ,ამისთვის ძალიან დიდი დრო არაა საჭირო) აფხაზებმა და ქართველებმა ჩვენი სამომავლო ყოფის, ურთიერთობის შესახებ მოლაპარაკება დავიწყოთ. ჩვენ ამისთვის სპეციალისტების ჩართულობით აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის მონახაზს, პროექტს ვამზადებთ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიყავით, მათი გამოცდილება შევისწავლეთ. 1-2 ქვეყანაში გამგზავრებას კიდევ ვაპირებთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვემზადებით. ჩვენ ხომ დიდი ხანია, იმას ვაცხადებთ, რომ აფხაზებს საქართველოს შემადგენლობაში ფართო უფლებებს ვპირდებით. ეს სიტყვებია, რეალურად რა შეიძლება, იყოს – როგორც უმაღლეს საბჭოში, ისე აფხაზეთის მთავრობაში შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს, სპეციალისტები ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტში არიან , რომლებიც ამაზე მუშაობენ. სადღაც მომავალი წლის შემოდგომისთვის ეს პროექტი გვექნება”, – განაცხადა გამახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები