“ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ გალის ფორმატი, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგეს” – გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ გალის ფორმატი, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგეს.

ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარე არ აპირებს, იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს. როგორც გამახარიამ აღნიშნა, ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება შეაფერხა.

” ე.წ. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან აფხაზური მხარის პოზიციის გამო არ ფუნქციონირებს. ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. მაგრამ, აქ სხვა საკითხი წარმოიშვა- ქართული მხარე არ აპირებს საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამ ფაქტორმა ფორმატის განახლება რამდენიმე თვით შეაფერხა. ახლახან გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურისპირას, იქითა მხარეს, ხიდს რომ გადალახავ, არმისული ე.წ. საგუშაგომდე რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ეს შეხვედრები გაიმართება. ესეც ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია. რასაც პერიოდულად ცხინვალში ვხედავთ,  იგივე ფორმატი იქნება” – განაცხადა გამახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები