„სვანეთის ხმები“ – საიუბილეო საღამო გაიმართება

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მურადი ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანის და გულვერ გერლიანის საიუბილეო კონცერტი – „სვანეთის ხმები“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანსამბლ „რიჰოს” სამი უხუცესი წევრი თითქმის ნახევარი საუკუნეა სვანურ ფოლკლორს სწავლობს, იცავს და ასრულებს. რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე ისინი კიდევ ერთხელ შეასრულებენ ათასწლეულების წინ შექმნილ სვანური მრავალხმიანობის უნიკალურ ნიმუშებს.
საღამოს წარუძღვება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი და ანსამბლ „ბასიანის” სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები