“ევროპალია-საქართველოს” ფარგლებში, ანტვერპენში ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა 

 2 დეკემბერს ანტვერპენში, (Elizabethzall) საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო”, ვერიკო ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ წულუკიძე დაესწრო.
 ვერიკო ჭუმბურიძემ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი.
 როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს” ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936″ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში”) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი” (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). აღსანიშნავია, რომ „ევროპალია-საქართველოს” ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები