რუსეთი 1 ნოემბრიდან უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იმუქრება

მოსკოვი უკრაინის და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ჩაშლას ცდილობს. რუსეთს დიდი ხანია უკრაინასთან სავაჭრო ომი აქვს გაჩაღებული, – წერს „ნოვაია გაზეტა“. გავრცელებული ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან რუსეთი უკრაინიდან პროდუქციის იმპორტზე გადასახადს დააწესებს, ასევე საბაჟო ადმინისტრირებას და უკრაინული პროდუქციის სანიტარულ კონტროლს გააძლიერებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იმ დროისთვის უკრაინის და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრული დატვირთვით ამოქმედდება, – წერს „ობოზრევატელი“.
„დღის წესრიგი პრეზიდენტის მიერაა დამტკიცებული. ჩვენ ყველანაირად კომპრომისების მოძებნისკენ ვართ მიმართულნი, ჩვენ გვინდა, რომ ამ რთულ სიტუაციაში პასუხები ვიპოვოთ. ეს ბოლო შესაძლებლობაა… თუ ჩვენ არ დაგვიჯერებენ ჩვენი პარტნიორები და ჩვენს მოსაზრებებს არადამაჯერებლად მიიჩნევენ, ჩვენ დაცვის ადექვატურ ზომებს მივიღებთ“ , – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები