გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „წითელი ნუსხით“ დაცულ მურა დათვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.

მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები