სენსაციური განაჩენი სასამართლოს ისტორიაში

  სენსაციური განაჩენი სასამართლოს ისტორიაში – მაიკლ ჯექსონის ხუთი თაყვანისმცემელი პოპლეგენდის გარდაცვალების გამო მორალური ზარალის ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ გამომცემლობა “Sud-Ouest”-ი იუწყება. თანხა სიმბოლურია – 1 ევრო. ჯექსონის თაყვანისმცემლებს ის მისმა პირადმა ექიმმა კონრად მიურეიმ უნდა გადაუხადოს, რომელიც სასამართლომ მომღერლის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლად ცნო. სარჩელი ორლეანის სასამართლოში ჯექსონის 35-მა გულშემატკივარმა შეიტანა, თუმცა იმის დამტკიცება, რომ მომხდარმა მათ ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა, მხოლოდ ხუთმა ადამიანმა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 25 ივნისს ექიმმა კონრად მიურეიმ მაიკლ ჯექსონს პრეპარატ „პროპოფოლის“ ინექცია გაუკეთა. 2 საათის შემდეგ ოთახში დაბრუნებულმა ექიმმა მომღერალი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ვარსკვლავის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები