რუსეთი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან გარიცხეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეამ 2024-2025 წლების საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩია, რომელშიც რუსეთი ვერ მოხვდა.

კენჭისყრის შედეგები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ასამბლეამ 2024-2025 წლების სააგენტოს საბჭოს წევრებად აირჩია – ჩინეთი, საბერძნეთი, იტალია, იაპონია, ლიბერია, ნორვეგია, პანამა, კორეა, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

კენჭისყრის შედეგებს უკრაინის ლიდერი გამოეხმაურა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში დაწერა, ეს არის “სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისუფალი ნავიგაციისთვის იმაზე მეტი ზიანი არავის მოუყენებია, ვიდრე რუსეთს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები