ევროპაში 2024 წლის “ჭკვიანი” ტურიზმის დედაქალაქი დაასახელეს
დუბლინი 2024 წელს “ჭკვიანი ტურიზმის” ევროპის დედაქალაქად დასახელდა, ხოლო იტალიის ქალაქი გროსეტო – ევროპის “მწვანე ტურიზმის” პიონერად დასახელდა.
გადაწყვეტილება მიღებულია ქალაქების მიღწევების საფუძველზე – ხელმისაწვდომობის, მდგრადობის, ასევე დიგიტალიზაციისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში.
ამის შესახებ SchengenVisaInfo წერს.
დუბლინი და გროსეტო 21 ქვეყანას შორის 40 მიმართულებაში შეირჩა.
პრიზის სახით, გამარჯვებული ქალაქები ევროკომისიისგან მიიღებენ სარეკლამო მხარდაჭერას და სუვენირების წარმოებაში მხარდაჭერას.
“ჭკვიანი ტურიზმი” (Smart Tourism) მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორი უფრო ინოვაციური გახადოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ის მიზნად ისახავს ტურისტებს მიაწოდოს უფრო ეფექტური, პერსონალიზებული და სასიამოვნო გამოცდილება.
ევროკავშირში “ჭკვიანი ტურისტული” დედაქალაქები 2019 წლიდან აირჩევა.
სხვადასხვა დროს ნომინაციაში გამარჯვებული ხდებოდნენ – ჰელსინკი (ფინეთი), ლიონი (საფრანგეთი), მალაგა (ესპანეთი), გეტებორგი (შვედეთი), ბორდო (საფრანგეთი), ვალენსია (ესპანეთი), პაფოსი (კვიპროსი) და სევილია (ესპანეთი).