დავით შერაზადიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელ კევინ მაკლოკლინთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი და პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. გადახედეს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებს და განიხილეს გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება.
აღსანიშნავია, რომ კევინ მაკლოკლინმა შეხვედრაზე, პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვა ხაზი და ეფექტური თანამშრომლობისთვის მერს მადლობა გადაუხადა.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები