სამტრედიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე შეკრებილ ახალგაზრდებს იმ მთავარ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს უკავშირდება.

,, სამტრედიაში პირველად შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო, რომლის საქმიანობა, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარებას, დამკვიდრებას და მათი პიროვნული შესაძლებლობების რეალიზებას. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდების ჩართულობა, მხარდაჭერა და მათი ინიციატივების მოსმენა. ეს უნდა იყოს კარგად შესწავლილი და შესრულებადი. წარმატებას და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებ საბჭოს თითოეულ წევრს.”- აცხადებს დავით ბახტაძე.

ახალგაზრდული საბჭო, რომლის წევრიც 14- დან 29 წლამდე ახალგაზრდა შესაძლებელია იყოს, საჯაროობის, კოლეგიალობის, კანონიერების, ჩართულობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით, 2 წლის განმავლობაში მნიშნელოვან ფუნქციას შეასრულებს.

საბჭო უფლებამოსილი იქნება მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესში, როგორიცაა ბიუჯეტის პროექტის მომზადება, სახვადასხვა პროგრამის დაგეგმვა, რეკომენდაციების შემუშავება.

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გიორგი მეიშვილი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე და საკრებულოს წევრი ირაკლი მელაშვილი ესწრებოდნენ, მოხდა ახალგაზრდული საბჭოს დებულების წარდგენაც.

საბჭოს, რომელსაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის წარმომადგენლები და სტუდენტები წარმოადგენენ, მერისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს, საკუთარი თავი წარადგინეს და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები