გუტერეში ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო “ღრმა სინანულს” გამოთქვამს

გაეროს გენერალურმა მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო “ღრმა სინანულს” გამოთქვამს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ მოხერხდება პაუზის გახანგრძლივება. საომარი მოქმედებების განახლება მხოლოდ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალური ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები