ჩეჩნეთში პალესტინელი ლტოლვილების უკვე მეორე ჯგუფი ჩავიდა
გროზნოში პალესტინიდან ევაკუირებულთა უკვე მეორე ჯგუფი ჩავიდა, 116-კაციან ჯგუფში 57 ბავშვია.
ლტოლვილებს გროზნოს რკინიგზის სადგურზე დახვდნენ.
მათ ბავშვთა გამაჯანსაღებელ ბანაკში „მთის გასაღები“ განათავსებენ, რომელიც სოფელ ავტურიში მდებარეობს.
ღაზას სექტორიდან ევაკუირებულთა პირველი ჯგუფი გროზნოში 29 ოქტომბერს ჩავიდა.
ჯამში ჩეჩნეთი მზად არის 250 ადამიანი მიიღოს.