ბენი განცი: ისრაელი ეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, მაგრამ მზად არის ომის განახლებისთვის
ისრაელი ეცდება მაქსიმალურად ისარგებლოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზადაა განაახლოს ბრძოლა შეთანხმების ვადის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა, ბენი განციმ განაცხადა.
„რთულ მომენტში ვართ, შეთანხმების ჩარჩოში დროის ფანჯრით ჩვენი გატაცებულების დასაბრუნებლად. ვიმუშავებთ, რომ ამით მაქსიმალურად ვისარგებლოთ. ამავდროულად, მომზადებულები ვართ და მზად ვართ ბრძოლას დავუბრუნდეთ, ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ამ მომენტშიც“, – აღნიშნა ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა.
მისი თქმით, 1948 წლის დამოუკიდებლობის ომიდან ისრაელი მის „ყველაზე მნიშვნელოვან ომში“ იბრძვის.