გაეროს გენერალური მდივანი: ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის შუაგულშია
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის შუაგულშია.
„ჩვენ არ უნდა ავარიდოთ თვალი გაუარესებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელმაც ღაზა მოიცვა.
იმართება ინტენსიური მოლაპარაკებები ზავის გასახანგრძლივებლად, რასაც ჩვენ მტკიცედ მივესალმებით – მაგრამ გვჯერა, რომ გვჭირდება ნამდვილი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა“, – თქვა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაერო გაზრდის ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობას ღაზაში ზავის ფონზე, გუტერეშმა აღნიშნა, რომ დახმარების დონე „სრულად არაადეკვატური რჩება უზარმაზარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“.