“ჰამასის” ტყვეობაში 161 მძევალი რჩება” – ისრაელის მთავრობის წარმომადგენელი

ისრაელის მთავრობის სპიკერმა, ეილონ ლევიმ განაცხადა, რომ “ჰამასის” ტყვეობაში კიდევ 161 ადამიანი რჩება.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

მისი თქმით, მათგან 146 ისრაელის, ხოლო 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეა; 126 მამაკაცი და 35 ქალია, ასევე, 18-19 წლის ოთხი მოზარდია და 75 წელს გადაცილებული 10 პირი.

მისი თქმით, ამ დროისთვის დაჯგუფებას  ისრაელის 66 და  უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე  ჰყავს გათავისუფლებული, ორი ადამიანი მოკლულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები