ლაგოდეხში სოსო კიკილაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

“ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი”-ის ორგანიზებით, 25-26 ნოემბერს, ლაგოდეხში სოსო კიკილაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ჭადრაკში”, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

“ჩემპიონატი მიმდინარეობდა 8 წლიან გოგონათა/ვაჟთა შორის, – 10 წლიან გოგონათა/ვაჟთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კახეთის მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტმა.სულ ჯამში ტურნირში მონაწილეობა მიიღო 50 მონაწილემ.ქალ მოჭადრაკეთა შორის: 8 წლიანებში: 1-ლი ადგილი დაიკავა სოფია ლიმარმა, 10 წლიანებში: მე-3 ადგილი – ნათია ქშუტაშვილმა, ვაჟთა შორის: 10 წლიანებში: მე-2 ადგილი დაიკავა ალექსანდრე ტუმასოვმა, ხოლო მე-3 ადგილი დაიკავა დიმიტრი ქშუტაშვილმა, საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები