დედამ ცეცხლმოკიდებული სახლიდან სამი შვილის გამოყვანა შეძლო
ოდესაში, მარინესკოს დაღმართზე, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი საზღვაო პორტის მახლობლად შენიშნეს. „კვამლი მედინას და ვალიხოვსკის ქუჩის მხარეს მიდიოდა. ყველაფერი ნისლში და კვამლში იყო გახვეული. საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ასდიოდა, სახანძრო მანქანები სახლთან მისვლას ვერ ახერხებდნენ ეზოში შესასვლელი დაბალი თაღის გამო”, – დაწერა ერთ-ერთმა ფორუმის წევრმა. გოგონას თქმითვე, სახლის პატრონმა შვილების გამოყვანა მოასწრო. დედამ სამი შვილი ცეცხლში გახვეული სახლიდან გამოიყვანა, მან შვილები გადაარჩინა და ეტლის გამოტანაც შეძლო.