50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ – BBC-ის ინფორმაციით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა

ბრიტანული გამოცემა BBC-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ, სავარაუდოდ, შეთანხმება შედგა.

როგორც ანონიმური წყაროები გამოცემასთან საუბარში აცხადებენ, „ჰამასი“ 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს.

ამასთან, უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება 4-დღიან ცეცხლის შეწყვეტასაც მოიცავს.

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი სამხედრო კაბინეტთან შეხვედრას მართავს, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც „ჰამასი“ ღაზიდან რამდენიმე მძევალს გაათავისუფლებს, „ძალიან ახლოსაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები