მამუკა მდინარაძე: საქართველოში რუსული განცხადებების პოპულარიზაციას „ნაცმოძრაობის“ მედია ეწევა

“საქართველოში რუსული განცხადებების პოპულარიზაციას „ნაცმოძრაობის“ მედია ეწევა”,- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხება, რომ რუსეთს მის მოსაზღვრე ქვეყნებში რუსული ენის პოპულარიზება სურს.

მისივე თქმით, საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს.

„ამის შესახებ ჩვენ დახურულ ფორმატში ვისაუბრეთ სუს-ის ხელმძღვანელთან, რასაც აქ ვერ ვილაპარაკებ. დახურულ ფორმატში სასაუბრო თემებზე ღია კითხვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ შეიძლება იქ რაღაც პროვოკაციული ელემენტები იყოს და პასუხიც კი ამისათვის იყოს გამოყენებული. საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს და მშვიდადაც არის თუ არ ააღელვებთ ძალით. სულ გეხვეწებით და გთხოვთ, რომ რუსული თემები, რომლის პოპულარიზაციას, თქვენ ეწევით, არ გამოტოვებთ ხოლმე რუსეთის არცერთ განცხადებას და საქართველოში ამის პოპულარიზაციას ეწევა „ნაცმოძრაობის“ მედია, რაიმე განცხადება თუ გაკეთდება და ოდნავი ჩამოსაკიდებელი იქნება, არცერთ განცხადებას არ ტოვებთ. მე მოგიწოდებთ, რომ გამოტოვოთ ეს განცხადებები იმისთვის, რომ მათ აზრი დაკარგონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები