მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ კიევში ჩავიდა.

უკრაინაში ღირსების და თავისუფლების დღეს სანდუმ უკრაინის პრეზიდენტსა და პირველ ლედისთან ერთად, “მაიდნის” დროს დაღუპული ადამიანების მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

სოციალურ ქსელში სანდუმ დაწერა, რომ “დღის წესრიგში არის მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე, ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყნებში რეფორმებისა და განვითარებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები