„ეს არის ანტიქართული გაერთიანება თავისი არსით“ – შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“

„ეს არის ანტიქართული გაერთიანება თავისი არსით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სხვა პრობლემა. აქ არ არის ის პრობლემა, ვინ არის ხელმძღვანელი, ვინ არის და ვინ არა პოლიტსაბჭოში, მისი პრობლემაა, რომ ის არის ანტიქართული გაერთიანება. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ანტიქართულ გაერთიანებას, რომელიც საკუთარ ქვეყანას ებრძვის, ლოიალური და ერთგულია არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ, არამედ საქართველოს საზღვრებს მიღმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის.

აღარ სჭირდება ჟამთააღმწერლები, რომ აღვწეროთ ის ღალატი, რომელსაც ისინი ჩადიან საკუთარი ქვეყნის წინაშე, მედია გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში დავაკვირდეთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები