ისრაელელი ბავშვების კლიპმა და მტრების განადგურებაზე სიმღერამ ისრაელის საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

ისრაელის ორგანიზაცია “სამოქალაქო ფრონტმა” სიმღერა ჩაწერა, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.

მიმდინარე ომზე ჩაწერილ სიმღერაში ბავშვები აღნიშნავენ ღაზას “განადგურებას” და მღერიან, რომ “ერთ წელიწადში იქ აღარაფერი დარჩება”.

Times of Israel წერს, რომ მუსიკის ორიგინალი ტექსტი 1948 წლის მოვლენებს ასახავს და ის პოეტმა ჰაიმ გურიმ დაწერა. სიმღერის ორიგინალი წარმოადგენს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემას.

ახალ ვერსიას მებრძოლი ტონი აქვს და შეიცავს წინადადებებს, როგორიცაა “ისრაელის თავდაცვის არმია კვეთს საზღვარს სვასტიკების მატარებლების გასანადგურებლად”, “ჩვენ ყველას გავანადგურებთ” და “ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, როგორ ვანადგურებთ მტრებს”.

პროპალესტინელმა აქტივისტებმა სიმღერა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს მინაწერებით – “ისრაელელი ბავშვები ღაზას შესახებ გენოციდურ სიმღერას მღერიან” და “ასე ზრდიან შვილებს?”.

ისრაელში ზოგიერთმა მომხმარებელმა ახალ ვერსიას “მგრძნობიარე” და “სასიამოვნო” უწოდა, თუმცა, უმეტესობამ ის დაგმო.

“გულისამრევია”, “ორიგინალის შეურაცხყოფაა”, “სიგიჟე”, “უგემოვნობის განსახიერება”, „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გურის მემკვიდრეები გიჩივლებენ და გაიძულებენ კლიპის ჩახსნას”, – ასე ეხმაურებიან კლიპს ისრაელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები