“ჰამასი”: ძალიან ახლოს ვართ ისრაელთან ზავის დადებასთან

“ჰამასის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ დაჯგუფება ისრაელთან ზავის დადებასთან არის ახლოს.

შესაბამისი განცხადება “ჰამასის” ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა და ის, ასევე, Reuters-მა მიიღო.

“ახლოს ვართ ზავის მიღწევასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

AFP წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმება შესაძლოა, მოიცავდეს ხუთდღიან ზავს, რომელიც შედგება ხმელეთზე ცეცხლის შეწყვეტასა და ისრაელის საჰაერო ოპერაციების შეზღუდვისგან.

სანაცვლოდ, “ჰამასი” და “ისლამური ჯიჰადი” 50-დან 100-მდე ტყვეს გაათავისუფლებენ. მათ შორის იქნებიან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები და არასამხედროები, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

შეთანხმების თანახმად, ისრაელის ციხეებიდან 300-მდე პალესტინელი გათავისუფლდება.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება შესაძლოა, უახლოეს მომავალში იყოს მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები