“ჰამასი”: რამდენიმე საათში კატარი ისრაელთან შეთანხმების დეტალებს გაასაჯაროებს
ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის, ასევე, “ჰამასის” მიერ გატაცებული ადამიანების გათავისუფლების შესახებ ისრაელთან მიღწეული შეთანხმების დეტალებს რამდენიმე საათში კატარში გაასაჯაროებენ.
ამის შესახებ “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა, იზატ ელ-რეშიკმა Al Jazeera-ს ეთერში თქვა.
„მოსალოდნელი შეთანხმება მოიცავს ისრაელელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას საოკუპაციო ციხეებში მყოფი პალესტინელი ბავშვებისა და ქალების გათავისუფლების სანაცვლოდ“, – თქვა მან.
დაჯგუფების წარმომადგენლის თქმით, შეთანხმება “მისაღები იქნება “ჰამასის” სამხედრო ფრთის ლიდერებისთვის”.