ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ოპერატიულ შტაბზე საპასუხო იერიში მიიტანეს
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ ლიბანში, „ჰეზბოლას“ ოპერატიულ შტაბსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
მათი თქმით, აღნიშნული იერიში იყო პასუხი ისრაელის მიმართულებით ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური ჯგუფის მიერ მანამდე ჩადენილ ქმედებაზე.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების აღნიშნავენ, სამხედროებმა მეთულას მახლობლად მდებარე ტერორისტების ობიექტი გაანადგურეს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით შეტევა იგეგმებოდა.