უკრაინამ კიდევ 94 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ ფრონტზე დაღუპული კიდევ 94 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

„დღეს მოვახერხეთ უკრაინის 94 დამცველის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება“, – განაცხადეს საკოორდინაციო შტაბში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული ომის დროს დაღუპული მებრძოლების ცხედრები მოწინააღმდეგე მხარესაც გადაეცა.

რეპატრირებულ ცხედრებსა და მათ ნეშტს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს დაღუპულების იდენტიფიცირებისთვის გადასცემენ. ამის შემდეგ უკრაინელი დამცველების ცხედრები მათ ნათესავებსა და მეგობრებს გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები