თეთრი სახლი: ახლა უფრო ახლოს ვართ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან, ვიდრე აქამდე ვიყავით

ახლა უფრო ახლოს ვართ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან, ვიდრე აქამდე ვიყავით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბიმ დეტალების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ შეთანხმება უფრო ახლოსაა, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი.

ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასის“ ტყვეობაში 240-მდე სხვადასხვა ასაკის მძევალი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები