ზელენსკი: მსოფლიო ხედავს აშშ-ის სიძლიერეს უკრაინის დახმარებაში
უკრაინის სახელმწიფო დაინტერესებულია საერთაშორისო კავშირების გაძლიერებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ხედავს შეერთებული შტატების სიძლიერეს უკრაინის დახმარებაში.
„რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა და მთელი ევროკავშირი – ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ ჩვენი კავშირების გაძლიერებით. რადგან მოგვიანებით ასეთი სიძლიერე აისახება ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების ზრდაზე – თავისუფლების დაცვაზე“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, რომლებიც ქვეყანას საერთაშორისო სამართლის აღდგენაში დახმარებას უწევენ.
„მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მხარდაჭერის უცვლელი ლიდერობისთვის. მსოფლიოში ნორმალური ცხოვრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია ამერიკა სიცოცხლის დაცვაში. მსოფლიო ხედავს ამ ძალას უკრაინის დახმარებაში“, – თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის ლიდერი პენტაგონის ახალ, 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებასაც გამოეხმაურა.
„ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია – ჭურვები, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.