ჯანმოს დირექტორი: შეძრწუნებული ვართ ღაზაში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ღაზაში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც გებრეისუსი წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომხდარი ფაქტით შეძრწუნებულია.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეძრწუნებულია ღაზის ინდონეზიურ საავადმყოფოზე თავდასხმით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პაციენტები და ათობით დაშავდა, მათ შორის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ჯანდაცვის მუშაკები და სამოქალაქო პირები არასდროს არ უნდა გახდნენ ასეთი საშინელების მომსწრენი, განსაკუთრებით კი საავადმყოფოში ყოფნის დროს“, – წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი X-ზე.

ცნობისთვის, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ინდონეზიის საავადმყოფოზე საარტილერიო იერიში განხორციელდა, რასაც სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები