მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გამო, მაკრონმა ჩინეთის ლიდერთან საუბარში ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

„ჩვენ გვსურს, რომ ჩინეთმა გააცნობიეროს, რამდენად პრობლემური მოვლენაა ეს საფრანგეთისთვის და მთელი ევროკავშირისთვის.

ეს [თანამშრომლობა] ბუნებრივია, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გააქტიურებას გამოიწვევს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები