როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში

საქართველოში მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
სინოპტიკოს სვეტა ნიორაძის განცხადებით დღეს, 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
“დღეს, 12 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ველოდებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით, ასევე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო თბილისში – საღამოსა და ღამის საათებში”, -განაცხადა ნიორაძემ.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, ამ დღეების განმავლობაში კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
“მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-30 გრადუსამდე შენარჩუნდება, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ჰაერი 28-33 გრადუსამდე გათბება”, -განაცხადა ნიორაძემ.
ასევე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ჰაერი 29-33 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები