ირაკლი ღარიბაშვილი “თეთრი ქალაქის” პროექტს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, დღეს დილით ირაკლი ღარიბაშვილი “თეთრი ქალაქის” პროექტს გაეცნო. “თეთრი ქალაქი” – ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 10 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. “თეთრი ქალაქის” პროექტირება საერთაშორისო არქიტექორების დახმარებით მოხდა. ის აერთიანებს სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს და სარეკრეაციო ზონებს ყველა ასაკის ადამიანისთვის.