ფილიპინებზე, კერძოდ კი, სარანგანში, დასავლეთ დავაოში დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარი, 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რამდენიმე სტუდენტი გახდა შეუძლოდ.
ABS-CBN News-ის “ტვიტერის” გვერდზე ფაქტის ამსახველი ფოტოები ვრცელდება.
აღნიშნულია, რომ რამდენიმე სტუდენტს გული წაუვიდა და მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.