“დიქტატორია” – სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა მოსაზრება გაიმეორა, ჩინეთში თეთრ სახლს უპასუხეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში მას “დიქტატორი” ისევ უწოდა.

ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

სან-ფრანცისკოში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ბაიდენს ჰკითხეს, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ სი ძინპინი დიქტატორია, რაზეც თეთრი სახლის ლიდერმა თქვა: “ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელობს კომუნისტურ ქვეყანას. ჩინეთის მთავრობა ჩვენგან სრულიად განსხვავებულია“.

ბაიდენის ამ განცხადებას ჩინეთში უკვე უპასუხეს.

ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაო ნინგმა თქვა, რომ ეს “მცდარი და უპასუხისმგებლო” სიტყვებია.

„ეს განცხადება არის უკიდურესად მცდარი და უპასუხისმგებლო. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მანიპულაციას“, – თქვა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყოველთვის იარსებებენ „ფარული მოტივების მქონე ადამიანები“, რომლებიც ცდილობენ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პროვოცირებას და შელახვას, “მაგრამ ეს მცდელობა წარმატებული ვერ იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები