ჩინეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ლვლიანში ქვანახშირის კომპანიის შენობაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.
CCTV-ის ცნობით, შენობა ეკუთვნის კომპანია Yongju-ს.
რაიონულმა ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.
ევაკუირებულია 63 ადამიანი.
ხანძარი ლოკალიზებულია, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.